„ერთად ვიზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე!”- აღნიშნული ლოზუნგით კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმებმა მოსახლეობის უფასო გასინჯვის აქცია მესტიის მუნიციპალიტეტში ჩაატარეს.
აქციის ფარგლებში უფასო კონსულტაციები აწარმოეს ცენტრის სხვადასხვა პროფილის მაღალპროფესიონალმა ექიმებმა. პაციენტებს ჩაუტარდათ უფასო ექოსკოპიური და კარდიოლოგიური გამოკვლევები, სისხლში გლუკოზის განსაზღვრა.
მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით, აქციაში მონაწილეობა მიიღო 110–მა ადამიანმა, ჩატარდა 500–მდე კონსულტაცია და კვლევა.
მათივე ინფორმაციით, აქციის შედეგად დიაგნოსტირებული დაავადებების სამკურნალოდ დანიშნული მედიკამენტები უფასოდ გაიცა, ჯამში, 4200 ლარის მედიკამენტი დარიგდა.
„აქცია მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისსა და სასწრაფო დახმარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
ღონისძიებას მესტიის საავადმყოფომ და მისმა ხელმძღვანელმა, თენგიზ ჩართოლანმა უმასპინძლა. უახლოეს დღეებში კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრსა და მესტიის მუნიციპალიტეტს შორის გაფორმდება მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს მჭიდრო თანამშრომლობას პაციენტთა მკურნალობის და ზოგადად მესტიის ჯანდაცვის სამსახურებთან ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარების კუთხით", აღნიშნულია მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.