გიორგი კვირიკაშვილი 25 მილიონი დოლარის ახალ ინვესტიციაზე საუბრობს
17-04-2015, 05:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


“ჯი-ემ-თი ჯგუფსა” და “მარიოტს” შორის ხელი მოეწერა სასტუმრო “მოქსის” მართვის ხელშეკრულებას, რომელიც თბილისში, ზაარბრიუკენის მოედანზე ახალი პროექტის განხორციელებას ითვალისწინებს.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ვიცე პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ “მარიოტის” ბრენდმა უკვე მესამე სასტუმროს მშენებლობა დაანონსა. როგორც კვირიკაშვილი ამბობს, ეს იქნება ახალი ბრენდი, “მოქსის” ბრენდი, რომელიც ქვებრენდია “მარიოტის”.

 
“ეს იქნება 25 მილიონ დოლარიანი ახალი ინვესტიცია. ამ სასტუმროს მშენებლობაში მონაწილეობას მიიღებს ასევე ამერიკის სამთავრობო სააგენტო “ოპიკი”, რაც კიდევ ერთხელ დასტურია საქართველოში ბიზნესის განვითარებისთვის ყველანაირად ხელსაყრელი გარემოს არსებობის”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 
მისივე თქმით, სასტუმრო აშენდება მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ყოფილი ვორონცოვის, ამჟამად ზაარბრიუკენის მოედანზე და იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტი, რომელიც კიდევ უფრო მეტ ტურისტს მოიზიდავს.

 
“ძალიან მოხარული ვარ, რომ “მარიოტი” რომელიც თითქმის 15 წელია უკვე წარმატებით ოპერირებს საქართველოში, გაფართოებაზე ფიქრობს და არა მხოლოდ ფიქრობს, არამედ ახალ ინვესტიციებსაც ახორციელებს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 
რაც შეეხება სასტუმრო “მოქსს”, პროექტით გათვალისწინებულია 130 ნომრიანი თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასტუმროს აშენება. პროექტის მთლიანი ღირებულება 25 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს და მის განხორციელებაში მონაწილეობას იღებს აშშ-ის სამთავრობო სააგენტო “ოპიკი”, რომელიც “ჯი-ემ-თი ჯგუფის” სტრატეგიული პარტნიორია და მის მიერ განხორციელებულ ყველა პროექტში მონაწილეობს. ახალი პროექტის დასრულება “ჯი-ემ-თი ჯგუფს” 2017 წელს აქვს დაგეგმილი.

კომენტარები: 1
#1   tech
      
It is perfect time to make some plans for the future and it is time to be happy. I've read this post and if I could I desire to suggest you some interesting things or suggestions. Perhaps you could write next articles referring to this article. I want to read more things about it! ไพ่แคง
27 აპრილი 2022 00:27
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი