EBRD-ს პრეზიდენტი: „საქართველოში ინვესტირებისთვის კარგი გარემოა“
17-04-2015, 05:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს სერ სუმა ჩაკრაბარტის შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და თბილისში დაგეგმილი EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის დეტალები განიხილეს.

 
“საქართველო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საიმედო პარტნიორია. ძალიან მნიშნელოვანია ის ყოველწლიური შეხვედრა და ბიზნესფორუმი, რომელიც რამდენიმე კვირაში სწორედ საქართველოში გაიმართება. ჩვენ 1500-მდე ბიზნესმენი, ხელისუფლებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი მოვიწვიეთ, რათა გავეცნოთ საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს, თქვენი ქვეყნის მიღწევებსა და საინვესტიციო შესაძლებლობებს. გასულ წელს ბანკმა წარმატებით განახორციელა 215 მლნ ევროს ღირებულების პროექტები სხვადასხვა სექტორში. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ინვესტირებისთვის კარგი გარემოა“, – განაცხადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, სერ სუმა ჩაკრაბარტიმ.

 
„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს. მათი მხარდაჭერით საქართველოში ბევრი პროექტი ხორციელდება, მათ შორის, საკმაოდ დიდი მოცულობის ინვესტიციები – კერძო სექტორში. უახლოეს პერიოდში ბანკი საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში კიდევ რამდენიმე მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ჩატარება თბილისში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სტიმული და შესაძლებლობა იქნება ჩვენი ქვეყნისთვის მოიზიდოს ახალი ინვესტიციები”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

 
ფინანსთა მინისტრი ასევე შეხვდა მსოფლიო ბანკის მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტოს (MIGA) ვიცე-პრეზიდენტს, კეიკო ჰონდას. შეხვედრაზე ქვეყანაში მსხვილი უცხოური ინვესტიციების დაზღვევის პერსპექტივასა და ამ კუთხით MIGA-ს მხარდაჭერაზე ისაუბრეს.

 

 

კომენტარები: 1
#1   tech
      
With so many books and articles coming up to give gateway to make-money-online field and confusing reader even more on the actual way of earning money, joker สล็อต
4 ივნისი 2022 18:48
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი