კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი სიღნაღს ეწვია.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით, ირაკლი ქადაგიშვილი, გუბერნიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ნინო უტიაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ბენო გეგეჭკორი და რეგიონული პროექტების სამსახურის უფროსი მალხაზ ჭრელაშვილი, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სიღნაღის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებს შეხვდნენ.
მათივე ინფორმაციით, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისგან არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. მათ ქალაქის განვითარების სტრატეგიასა და პრიორიტეტულ საკითხებზე ისაუბრეს.
სამუშაო ფორმატის ფარგლებში, ირაკლი ქადაგიშვილმა მოქალაქეები მიიღო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.