საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორდღიანი ვიზიტით ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების სრულყოფის ცენტრის (NATO StratCom COE) წარმომადგენლები ეწვივნენ.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სტუმრებს დღეს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში(DIB) უმასპინძლეს. DIB სკოლის დირექტორმა თეა ნიკოლაშვილმა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგნელებმა სტუმრებს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის საქმიანობა გააცნეს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა DIB სკოლაში სტრატეგიული კომუნიკაციების კურსის შექმნასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები იყო.
„მხარეებმა იმსჯელეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ერთ-ერთ ინციატივაზე - სტრატეგიულ კომუნიკაციებზე, რომელიც მიზნად თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე უწყებათშორისი კომუნიკაციის გაუმჯობესებასა და სამიზნე აუდიტორიებთან გზავნილებისა და ღონისძიებების ეფექტურ კომუნიკაციას ისახავს.
შეხვედრასმთავრობის ადმინისტრაციის, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები დაესწრნენ.
თავდაცვის სამინისტროსა და ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების სრულყოფის ცენტრს შორის ორმხრივი ურთიერთობები მხარებს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმითაა განსაზღვრული", აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.