ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოეთში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა სრულდება.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 400 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
შესრულებული სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ, გურიის გუბერნატორთან გია სალუქვაძესთან და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, ზაზა ურუშაძესთან ერთად დაათვალიერა.
„ამ ეტაპზე მიმდინარეობს შიდა სარემონტო და მოპირკეთების სამუშაოები. სოფელში საბავშვო ბაღის შენობა არ არსებობდა და მშობლებს დიდი მანძილით დაშორებულ მეზობელ სოფელში უწევდათ ამორტიზებულ ბაღში პატარების წაყვანა. ახალი სასწავლო წლიდან, თანამედროვე საბავშვო ბაღში ორივე სოფლის აღსაზრდელები ივლიან", აღნიშნულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.