სოსო ოხანაშვილმა დაკითხვის დროს განაცხადა, რომ არაერთხელ ყოფილა პატრიარქთან შორენა თეთრუაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით, აღნიშნული განცხადება პროკურორმა, ჯარჯი წიკლაურმა ე.წ. ციანიდის საქმეზე პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილის დისტანციური დაკითხვის შემდეგ გააკეთა.
„სოსო ოხანაშვილი ბრალდებულის უახლოესი მეგობარი და თანამოაზრეა, მანაც ვერ დამალა სიძულვილი და მტრული განწყობა შორენა თეთრუაშვილის მიმართ. სოსო ოხანაშვილი შეეცადა რაღაც გარემოებები შეენიღბა, რომ თითქოს ბრალდებულს ცუდი დამოკიდებულება არ ჰქონდა შორენასთან, მან ვერ უარყო ის ფაქტი, რომ სიძულვილით იყვნენ განწყობილი შორენას მიმართ. იმართებოდა კონსპირაციული შეხვედრები, სადაც სოსო ოხანაშვილი, დეკანოზი გიორგი მამალაძე და ტარას შავშიშვილი განიხილავდნენ შორენა თეთრუაშვილის საპატრიარქოდან ჩამოშორების საკითხს. მას ადარებდნენ კიბოს მეტასტაზს, რომელიც იყო მოსაშორებელი. როცა მიზანს ვერ მიაღწია დეკანოზმა, შემდეგ აირჩია ყველაზე რადიკალური მეთოდი და თეთრუაშვილის მკვლელობისთვის მზადება დაიწყო. სწორედ ამ მიზნით შეიძინა მან ციანიდი და დანაშაულებრივი განზრახვის შესრულება გადაწყვიტა გერმანიაში. ოხანაშვილის დაკითხვით დადასტურდა ის, რომ ვერანაირად ვერ ჩამოიშორეს თეთრუაშვილი", განაცხადა პროკურორმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.