ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდში ახალგაზრდული ბანაკი გაიხსნა. ხონის გამგეობის ცნობით, 4 სექტემბრამდე საქართველოს 63 მუნიციპალიტეტიდან 6000-მდე მოსწავლეს უმასპინძლებს.
ICSU ბანაკის გახსნას იმერეთის მხარის ვიცე გუბერნატორი პაატა ნადირაძე, ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ჯემალ მებუკე და სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვალერიანე ფოცხვერია ესწრებოდნენ.
„გიყვარდეთ საქართველო, გაუფრთხილდით ერთმანეთს" - ამ სიტყვებით დაასრულა მისასალმებელი სიტყვა ჯემალ მებუკემ. მან ახალგაზრდებს მხარდაჭერა აღუთქვა და წამატებები უსურვა. ორგანიზატორების განცხადებით, სოციალური და ეკოლოგიური მიზნების ახალგაზრდული პროექტი მასშტაბებიდან გამომდინარე საქართველოში უპრეცედენტოა", აღნიშნულია ხონის გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.