თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ის „მალე“ მიიღებს გადაწყვეტილებას შეერთებული შტატების გენერალურ პროკურორ ჯეფ სეშენსთან დაკავშირებით, რომელიც საჯაროდ იქნა დამცირებული პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ.
„თვითერზე“ ტრამპი ამერიკის მთავარ პროკურორს თავს დაესხა და მას „სუსტი“ უწოდა და განაცხადა, რომ იგი უკმაყოფილია სეშენსით FBI-ის რუსეთის 2016 წლის არჩევნებში სავარაუდო ჩარევის გამოძიების დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებით.
სეშენსმა გასულ კვირას განაცხადა, რომ მას განზრახული აქვს დარჩეს თავის პოსტზე.
„გენერალურმა პროკურორმა ჯეფ სეშენსმა ძალიან სუსტი პოზიცია დაიკავა ჰილარი კლინტონის დანაშაულობებზე (რაც შეეხება ელექტრონულ წერილებს და ეროვნულ-დემოკრატიულ სერვერებს)“, დაწერა ტრამპმა სამშაბათს „თვითერზე“.
როგორც BBC იუწყება, პრეზიდენტის ახალმა კომუნიკაციების დირექტორმა ანტონი სკარამუჩიმ სამშაბათს გაამყარა ვარაუდები იმის შესახებ, რომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ყოფნის დღეები შესაძლოა დათვლილი იყოს.
„ჩვენ მალე მივალთ გადაწყვეტილებამდე“, თქვა მან როდესაც ჟურნალისტებმა შეკითხვა დაუსვეს პრეზიდენტ ტრამპსა და გენერალურ პროკურორ სეშენსს შორის არსებულ დაძაბულ ურთიერთობებზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.