პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, პარალემენტის სხდომა დღეს, ქვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. მისი თქმით, მიმდინარე კვირაში, ქუთაისის პარლამენტში სესია საერთოდ აღარ გაიმართება.
უსუფაშვილის განცხადებითვე, ვისი მიზეზითაც სხდომა ჩაიშალა, ყველა მათგანმა თავის პოზიციაზე ამომრჩევლის წინაშე პასუხი თავად უნდა აგოს, რადგან სხდომის ჩაშლით ძალიან მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა გადაიდო.
როგორც ცნობილია, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პროცედურაში მონაწილეობა არ მიიღეს და ქვორუმისთვის საჭირო რეგისტრირებული დეპუტატების რაოდენობა არ შეგროვდა.
მმართველი გუნდის წარმომადგელების განცხადებით, ეს ქმედება „ნაციონალური მოძრაობის“ საბოტაჟია.
„სხვადასხვა პოლიტიკური სპექტრის დისკრიმინაციის მცდელობა აღარ გვექნება. პარლამენტის სხდომა დღეს არ შედგება. ყველამ თავის პოზიციაზე – პოლიტიკურზე თუ სხვაზე, ამომრჩეველთან პასუხი თავად აგოს. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის განსახილველად შევიკრიბეთ, მათ შორის, სრულიად სხვადასხვა პოლიტიკური სპექტრის მხრიდან შემოტანილი კანონპროექტების განსახილველად, იმ მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად, რომელზეც პოლიტიკური კოლეგები ამბობდნენ, რომ ამ საკითხების განხილვა მათთვის მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ რატომღაც ასე გადაწვიტეს. ეს მათი უფლებაა და ერთმანეთის უფლებას პატივი ვცეთ“, – დავით უსუფაშვილი.
პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის პავლე კუბლაშვილის განცხადებით კი, ეს საბოტაჟის მცდელობა არ იყო.
მისი თქმით, ეს პროცედურული ომი იყო, იმისთვის რომ პარლამენტისა და საზოგადოების ყურადღება სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი ხელმძღვანელის კახა ნაკანისადმი მიეპყროთ, რომელიც ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. კუბლაშვილის განცხადებითვე, კახა ნაკანი ექსპრემიერის ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარია.
დღეს, საკანონმდებლო ორგანოში ქვორუმისთვის საკმარისი დეპუტატების რაოდენობამ რეგისტრაცია არ გაიარა. 76 დეპუტატის შესაგროვებლად „ქართული ოცნების“ წევრების გარდა, უმცირესობის წარმომადგენლების რეგისტრაციაც საჭირო იყო, მაგრამ „ნაციონალებმა“ პროცედურაში მონაწილეობა არ მიიღეს. სხდომა ჩაშლილად რეგისტრაციის სამჯერ უშედეგოდ ჩატარების შემდეგ გამოცხადდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.