შეერთებული შტატების წარმომადგენლობითმა პალატამ კენჭი უყარა რუსეთზე ახალი სანქციების დაწესებას, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი ტრამპი ეწინააღმდეგება კანონპროექტს.
რუსეთის მხრიდან აშშ-ის 2016 წლის არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით დაწესებული ახალი სანქციების სამიზნე რუსეთის მაღალი ოფიციალური პირები იქნებიან.
როგორც BBC იუწყება, კანონმა მოსალოდნელია რომ გაართულოს პრეზიდენტ ტრამპის იმედები რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე.
კანონპროექტის პრეზიდენტთან ხელმოსაწერად გადაგზავნამდე მისადმი მხარდაჭერა სენატმა უნდა გამოხატოს.
თეთრი სახლი აცხადებს, რომ ის კანონპროექტის განხილვებს ახორციელებს და უცნობია, დაადებს თუ არა მას ვეტოს პრეზიდენტი.
„მაშინ როცა პრეზიდენტი მხარს უჭერს მკაცრ სანქციებს ჩრდილოეთ კორეაზე, ირანზე და რუსეთზე, თეთრი სახლი განიხილავს წარმომადგენლობითი პალატის კანონმდებლობას და დაელოდება პრეზიდენტის ბიუროსთვის გასაგზავნ საბოლოო პაკეტს“, აღნიშნულია თეთრი სახლის პრესმდივნის, სარა სანდერსის განცხადებაში.
წარმომადგენლობითმა პალატამ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი სანქციებს და რუსეთის გარდა, ამერიკელმა კანონმდებლებმა სანქციების დაწესებას ჩრდილოეთ კორეის და ირანის მიმართაც დაუჭირეს მხარი, რაც ამ ორი ქვეყნის ბირთვული პროგრამების განვითარების გამო აშშ-ის წუხილებს უკავშირდება.
კანონპროექტი, რომელიც 419-3-ის წინააღმდეგ გავიდა, პალატის სპიკერის, პოლ რაიანის მიერ აღწერილ იქნა, როგორც სანქციების პაკეტი, რომელიც „ხრახნებს უჭერს ჩვენს ყველაზე სახიფათო მტრებს იმისათვის, რომ ამერიკელების უსაფრთხოება შენარჩუნდეს“.
რუსეთისადმი დაგეგმილი სანქციები მოიცავს ასევე მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიას 2014 წელს. ის ახალ შეზღუდვებს დააწესებს სანავთობო და გაზის პროექტებზე, გავლენას მოახდენს რუსეთიდან გერმანიისკენ მიმავალ ჩრდილო ნაკადზე.
ყირიმის ანქესიის გამო აშშ-ს უკვე აქვს სანქციები დაწესებული რუსეთის გარკვეული პირების და კომპანიების მიმართ. გასული წლის დეკემბერში კი მაშინდელმა პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ კრემლის მხრიდან აშშ-ის არჩევნებში ჰაკერული ჩარევის ბრალდებით, 35 რუსი დიპლომატი გააძევა ქვეყნიდან და დახურა ორი რუსული დიპლომატიური სტრუქტურა შეერთებულ შტატებში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.