„ობამაქეას“ გაუქმებაზე სენატში „რესპუბლიკელების“ რამდენიმეთვიანმა მუშაობამ და პრეზიდენტ ტრამპის ერთ-ერთმა მთავარმა წინასაარჩევნო დაპირებამ მარცხი განიცადა, რადგან სენატმა ვერ მოახერხა სამშაბათ ღამით გასაუქმებლად საჭირო 60 ხმის მოგროვება.
პრეზიდენტ ობამას მიერ მიღებული ჯანდაცვის აქტის, ე.წ. ობამაქეას გაუქმებას ხმა 43-მა სენატრომა მისცა, ხოლო 57, მათ შორის 9 „რესპუბლიკელი“ წინააღმდეგ წავიდა.
ბარაქ ობამას მიერ 2010 წელს მიღებული ჯანდაცვის ხელმისაწვდომი რეფორმა, რომელიც ცნობილია, როგორც „ობამაქეა“ (Obamacare) დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის მთავარი სამიზნე იყო და „რესპუბლიკელი“ საპრეზიდენტო კანდიდატი მისი გამარჯვების შემთხვევაში ამომრჩეველს აღნიშნული კანონის დაუყოვნებლივ შეცვლას ჰპირდებოდა, თუმცა თეთრ სახლში შესვლიდან 6 თვის თავზე მან მისი წინამორბედის მიერ 7 წლის წინათ მიღებული კანონის შეცვლა ვერ მოახერხა.
ტრამპის მიერ სენატში შეტანილი ახლანდელი გეგმა ინარჩუნებდა „ობამაქეას“ მიერ დაწესებულ გადასახადებს მდიდრებზე, მაშინ როცა ნებას რთავდა დამზღვევ კომპანიებს შეეთავაზებინათ დაფარვის ნაკლები პაკეტი და აწესებდა მკვეთრ შემცირებებს ღარიბი მოქალაქეების ჯანდაცვის პაკეტებზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.