ცაგერის მუნიციპალიტეტში ლადო ასათიანის სახელობის ბიბლიოთეკა გაიხსნა
26-07-2017, 01:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანაში მდებარე საზოგადოებრივ ცენტრში ლადო ასათიანის სახელობის ბიბლიოთეკა გაიხსნა. ბიბლიოთეკა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გახსნა, მანამდე კი, მისთვის ქართველი პოეტის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებს ინიციატივით მიმართა.

 

 

 

 

 

 

პოეტს ბავშვობის წლები ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალაში აქვს გატარებული, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმიც აქვე დაამთავრა. იუსტიციის სამინისტრის ცნობით, ბიბლიოთეკის პრეზენტაციაზე საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული, ლადო ასათიანის ცხოვრების ამსახველი უნიკალური ფოტოები გამოიფინა.

 

 

 

 

 

 

სოფელ ლაჯანაში გამართულ ღონისძიებას ლადო ასათიანის ოჯახის წევრები, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი პირები, ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებელი რევაზ ბენიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

 

 

 

 


პრეზენტაციის შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობისა და სტუმრებისთვის სპეციალური კონცერტი გაიმართა; მოეწყო ადგილზე წარმოებული ქართული ღვინის დეგუსტაციაც.

 

 

 

 

 


იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანაში საზოგადოებრივი ცენტრი 2016 წლის 11 ნოემბრიდან ფუნქციონირებს. სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას აქვს საშუალება, ისარგებლოს უფასო ინტერნეტით და კომპიუტერებით. ადგილობრივთათვის ხელმისაწვდომია როგორც მატერიალური სახით არსებული წიგნები, ისე ელექტრონული ბიბლიოთეკაც. თეა წულუკიანისვე ინიციატივით, 2015 წლიდან ნუკრიანის ბიბლიოთეკას მიენიჭა მხატვარ დავით კრაწაშვილის, ხოლო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის ბიბლიოთეკას − ნოდარ დუმბაძის სახელი. საქართველოს რეგიონებში სულ 45 საზოგადოებრივი ცენტრი და 40-მდე ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი