II ქვეით ბრიგადაში წვევამდელების ფიცის დადების ცერემონია გაიმართა.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დღეიდან 54 სამხედრო მოსამსახურე სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის II საარტილერიო და III ქვეით ბრიგადებში გადანაწილდებიან და ცხრა თვის განმავლობაში საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ახალი სისტემით იმსახურებენ.
მათ საბრძოლო მომზადების საათები ყოველდღიურად ექნებათ, ისევე, როგორც ამას საკონტრაქტო სამსახურში გადიან. მათივე სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეები სრულყოფილ სამხედრო მომზადებას გაივლიან და მონაწილეობას თითქმის ყველა სწავლებაში მიიღებენ, რაც კი, შესაბამის ქვედანაყოფებში ჩატარდება.
„სავალდებულო სამსახურის ჯარისკაცები გაუმჯობესებული სოციალური პაკეტით ისარგებლებენ და უქმე დღეებით სარგებლობის საშუალებაც ექნებათ.
ფიცის დადების ცერემონიალს სახმელეთო ჯარების დასავლეთის სარდალი, პოლკოვნიკი გიორგი მათიაშვილი, დასავლეთ სარდლობის შტაბის წარმომადგენლები, ასევე დაქვემდებარებული ქვედანაყოფების მეთაურები და სერჟანტები დაესწრნენ.
წვევამდელებმა 12-კვირიანი საწყისი საბრძოლო მომზადება II ქვეით ბრიგადასა და საველე ბანაკ „სორტაზე“ განახლებული პროგრამით გაიარეს. კურსის განმავლობაში რეკრუტებმა საცეცხლე, საინჟინრო, სამედიცინო და ფიზიკური მომზადება, სადისციპლინო წესდება, კავშირგაბმულობა და საერთო საჯარისო წესდება, სამხედრო ტოპოგრაფია და სამწყობრო მომზადება გაიარეს", აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.