კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში თავისუფლების ქუჩაზე მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები და სოფელ ბოდბისხევში საბავშო ბაღის მშენებლობა მოინახულა.
კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, პროექტის მიხედვით ქალაქ წნორში თავისუფლების ქუჩის სრული აღდგენა მიმდინარეობს, რისთვისაც 420 ათასი ლარი იხარჯება.
ბოდბისხევის საბავშო ბაღის მშენებლობისთვის კი, 370 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი.

„ობიექტზე სარეაბილიტაციო საამუშაოები ბოლო 40 წელია არ განხორციელებულა, რის გამოც, ადგილობრივ მოსახლეობას პრობლემები ექმნებოდა.
საბავშო ბაღის ახალი ევროპული სტანდარტების შენობის მშენებლობა სექტემბრის ბოლოს დასრულდება. შენობა 75 აღსაზრდელზეა გათვლილი. ორივე პროქეტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანადაფინანსებით ხორციელდება. გუბერნატორი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა", აღნიშნულია კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.