ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას" არ ეჩქარება, მაგრამ მოსახლეობა არათუ 2030 წლამდე, 2017 წლამდეც ვერ მოიცდის, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე " გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.
"ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები, რომ პროგნოზი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლის შესახებ კიდევ 2%-ით უნდა შემცირდეს, ამავდროულად ხელისუფლება აცხადებს, რომ ყველაფერი ისე მიდის, როგორც დაგეგმილი იყო, ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ მთავრობამ დაგეგმა ისე, რომ ეკონომიკას ზრდის ნაცვლად კლება დაეწყო?" – განაცხადა ბურჯანაძემ.
მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ ჩათვალა, რომ ვინაიდან ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა საკუთარი რამდენიმე მილიარდიანი ბიზნესი, ის ასეთივე წარმატებით ააწყობდა ქვეყნის ეკონომიკას, რაც დიდი შეცდომა იყო.
"ეს იყო ყველაზე დიდი შეცდომა, რადგან ბიზნესის და სახელმწიფო მმართველობა არის სრულიად სხვადასხვა რამ და იმ პრინციპებით და იმ პრაქტიკით, რითაც იმართება ბიზნესი, იმ მეთოდებით ქვეყანაში ეკონომიკა ვერ ვითარდება. სახელმწიფო არ არის ბიზნესი და კერძო კომპანია, ერთი პირის საწარმო. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს საგარეო და საშინაო პოლიტიკა, სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, სწორედ ამ შემთხვევაში შეიძლება დაიწყოს ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა. თუ ქვეყანაში ეკონომიკური ვითარება ასე გაგრძელდა, სულ რამდენიმე წელიწადში საქართველო 119-ე ადგილზე გადავა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობის უმრავლესობა შიმშილის ზღვარზე იქნება. მესმის, რომ ბიძინა ივანიშვილს და "ქართული ოცნების" ელიტას არ ეჩქარება და 2030 წლამდეც სიამოვნებით მოიცდიან, მაგრამ ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა არათუ 2030 წლამდე, არამედ 2017 წლამდეც ვერ მოიცდის, რადგან მათი შემოსავალი ყოველთვიურად მცირდება. ფაქტია, პენსიონერების შემოსავალი შემცირდა და 86 დოლარის ნაცვლად, 66 დოლარის ექვივალენტია ლარებში, ხოლო ფასები პირველადი მოხმარების საგნებზე, მათ შორის, წამლებზე და პროდუქტებზე მკვეთრად გაიზარდა", - განაცხადა "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა.
ნინო ბურჯანაძის შეფასებით, ქვეყანაში ეკონომიკურად საგანგაშო ვითარებაა და სამწუხაროდ, არსებული რეალობიდან გამომდინარე, ის ვერ ხედავს გამოსავალს და პერსპექტივას, რომ "ქართულმა ოცნებამ" შეძლოს რეალური ეკონომიკური გარდატეხის შეტანა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესში, ვინაიდან "ქართული ოცნების" წევრების უმრავლესობა ვერ ფლობენ იმ ელემენტარულ ინსტრუმენტებს, რაც ქვეყნის მართვას სჭირდება. მისი თქმით, ნათელია, რომ რეალური სწრაფი და გარდამტეხი ცვლილებები ერთადერთი გამოსავალია იმისათვის, რომ ეკონომიკური ვარდნა შეჩერდეს და ქვეყანამ წინსვლა დაიწყოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.