ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ინიციატივების მრჩევლები „გენერალ კვინიტაძის" მედლებით დაჯილდოვდნენ
26-07-2017, 06:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (შNGP) ინიციატივების მრჩევლები დააჯილდოვა.

 

 

ლელა ჩიქოვანმა ალბანეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ესპანეთის სამეფოების წარმომადგენლებს უწყებრივი მედლები გადასცა.

 


გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის მედლებით დაჯილდოვდნენ წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) მრჩევლები - მაიორი ანდერს ბერნტსონი და ვიცე-პოლკოვნიკი ანტონიო პინიანა-მარტინეზი, ასევე SNGP-ის სტრატეგიული და ოპერატიული დაგეგმვის ინიციატივის მრჩეველი, პოლკოვნიკი ადი ნდონი.

 


JTEC-ის შვედმა და ესპანელმა მრჩევლებმა საქართველოში საკუთარი მისია ექვსი თვის, ხოლო SNGP-ის ალბანელმა მრჩეველმა ერთი წლის განმავლობაში შეასრულეს.

 


თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ უცხოელ მრჩევლებს მხარდაჭერისა და საქართველოში მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
დაჯილდოების ღონისძიებას თავდაცვის უწყებისა და SNGP-ის წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი