„ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი ოთარ კახიძე აქციაზე იარაღის ტარების გამო 500 ლარით დაჯარიმდა, ამასთანავე, მას იარაღის ტარება 1 თვის ვადით აეკრძალა.
კახიძის განცხადებით, იგი მოსამართლის გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებს.
„2016 წლის 3 დეკემბრიდან ვატარებ იარაღს იმის გამო, რომ ჩვენს რეალობაში, განსაკუთრებით ოპოზიციონერები არ არიან დაცული თავდასხმებისგან, მაგალითისთვის კორცხელის ინცინდენტიც საკმარისია", განაცხადა ოთარ კახიძემ.
იგი 23 ივლისს „ევროპული საქართველოს" მიერ ორგანიზებულ აქციაზე იარაღით იმყოფებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.