ირაკლი კობახიძე: სეკულარიზმის შესახებ პრემიერ მინისტრმა გააკეთა ძალიან მკაფიო და გასაგები განცხადება
26-07-2017, 07:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„საქართველო არის სეკულარული სახელმწიფო. ეს დადგენილია კონსტიტუციით, დადგენილია კონკორდატით და რაც შეეხება პრემიერის განცხადებას, მან გააკეთა ძალიან მკაფიო და გასაგები განცხადება“, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს პრემიერ მინისტრის სნოში სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით.

 

 

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კონსტიტუციური შეთანხმება აწესრიგებს. პარლამენტის თავმჯდომარისთვის გაუგებარია, რატომ აკავშირებენ ოპონენტები ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს სეკულარიზმთან.

 

 

„საქართველოს აქვს მოქმედი კონსტიტუცია, მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კონსტიტუციური შეთანხმება, რომლითაც არის სათანადოდ მოწესრიგებული სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობა. ეს არის ერთი ხაზგასასმელი საკითხი. რაც შეეხება ევროკავშირთან სეკულარიზმის დაკავშირებას, ევროკავშირში არის ქვეყნები, სადაც არ არის განმტკიცებული სეკულარიზმის პრინციპი, არასეკულარული სახელმწიფოები და ისინი მაინც არიან ევროკავშირის წევრები. შესაბამისად, რა კავშირშია სეკულარიზმი ევროკავშირში გაწევრიანებასთან, არის გაუგებარი. რაც შეეხება საქართველოს, საქართველო არის სეკულარული სახელმწიფო. ეს დადგენილია კონსტიტუციით, დადგენილია კონკორდატით და რაც შეეხება პრემიერის განცხადებას, მან გააკეთა ძალიან მკაფიო და გასაგები განცხადება. გამგები გაიგებს, ვისაც არ უნდა გაგება, ის, ბუნებრივია ვერ გაიგებს ამ ყველაფერს“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი