მიხეილ სააკაშვილი: მაგალითად შემიძლია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მოღვაწეობა მოვიყვანო
17-04-2015, 07:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


საქართველოს ექსპრეზიდენტისა და უკრაინის პრეზიდენტის საერთაშორისო რეფორმათა თავმჯდომარის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მან იცოდა, რომ 2012 წელს საქართველოში არჩევნებს წააგებდა და ეს გარდაუვალი იყო.


ექსპრეზიდენტის განცხადებითვე, მან ასევე წინასწარ იცოდა, რომ არჩევნების წაგების შემდეგ, ქვეყნის დატოვება მოუწევდა და მასზე სისხლის სამართლის საქმე აღიძვრებოდა.


სააკაშვილის თქმით, ამის მიუხედავად ის საქართველოში დაბრუნებას გეგმავს, ოღონდ არა როგორც პრეზიდენტი.


ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა ინტერნეტგამოცემა „სნობ“-თან ინტერვიუში განაცხადა.


„საზოგადოებას ძველი სახეები ბეზრდება. ადამიანებს ოჯახის წევრები შეიძლება მობეზრდეს და ის, რომ კონკრეტული, აქტიური პოლიტიკური მოღვაწეების შეცვლა გადაწყვიტეს, ამაში გასაკვირი არაფერია. არჩევნები წავაგეთ, რადგან ტენდენციის წინააღმდეგ ვერ წავიდოდით და ეს კარგიცაა. თუ რატომ, ამის მაგალითად შემიძლია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მოღვაწეობა მოვიყვანო. ბოლო არჩევნებზე მას ჰქონდა შანსი ქვეყანა სხვისთვის გადაებარებინა, შემდეგ კი რუსეთის ხელისუფების სათავეში კვლავ დაბრუნებულიყო, თუმცა ასე არ მოიქცა, ასე რომ შემდგომ არჩევნებზე მისი პოლიტიკური ცხოვრებიდან წასვლა გარდაუვალია. მე და ჩემმა მხარდამჭერებმა ვიცოდით, რომ არჩევნების წაგების შემდეგ ქვეყნის დატოვება მოგვიწევდა, ვიცოდით რომ ჩვენზე სისხლის სამართლის საქმე აღიძვრებოდა და ქვეყანაში შესვლა აკრძალული მექნებოდა, თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს. იმიტომ, რომ დროთა განმავლობაში ხალხი თავად მიხვდება, არის თუ არა კვლავ მთავრობის შეცვლა საჭირო“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


მან ასევე აღნიშნა, რომ პუტინი ახლა პრეზიდენტი მხოლოდ იმიტომაა, რომ რუსეთში არჩევნების შედეგების გაყალბება შესაძლებელია და ეს ჩვეულებრივი ამბავია, საქართველოში კი, პოლიტიკური თამაშის წესები ამგვარ ქმედებას არ ითვალისწინებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი