„პატრიოტთა ალიანსის” ანალიტიკური სამსახურის ყოფილი უფროსი ირაკლი ლატარია ფრაქციის თავმჯდომარეს, გიორგი ლომიას მოტყუებით გატაცებაში, მუქარაში, ცემასა და წამებაში სდებს ბრალს.
ირაკლი ლატარია 2016 წლის ოქტომბერში მომხდარ შემთხვევაზე საუბრობს. როგორც მან დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, საკუთარი სახლიდან მოტყუებით წაიყვანეს კინოს სახლთან მდებარე „პატრიოტთა ალიანსის” ოფისში, სადაც დაახლოებით, სამი საათის განმავლობაში იმყოფებოდა. ირაკლი ლატარია ყვება, რომ კენკებაშვილმა, რომელიც, მისივე ინფორმაციით, პოლიციის აქტიური თანამშრომელი იყო სახლიდან გარეთ გასვლა სთხოვა და მანვე უთხრა, რომ ჰქონდა მისი პირადი მიმოწერები, სადაც დავით თარხან-მოურავის მიმართ გამოხატული ჰქონდა აგრესია.
„მან მითხრა, რომ ერთ-ერთმა მისმა თანამშრომელმა გაუგზავნა სქრინები, სადაც კონტექსტიდან ამოღებული ტექსტებია და სადაც აღიქმება, რომ შეგინებაა. მან მითხრა, რომ უნდა დამესრულებინა სიცოცხლე, აუცილებლად მომკლავდნენ ამის გამო, მათ წარსულში არაერთი ასეთი რაღაც ჩაუდენიათ და წამიყვანეს ოფისში”, განაცხადა ირაკლი ლატარიამ, რომლის ინფორმაციითაც, ოფისში მიყვანის შემდეგ, იქ გიორგი ლომია მივიდა.
„გიორგი ლომია მომიახლოვდა და მითხრა, შენ დღეს აუცილებლად მოგკლავთ, იმიტომ რომ შენ ჩვენს მიმართ გაქვს აგრესია და შენ ჩვენ გვაგინებ და დაიწყეს ცემა”, განაცხადა ლატარიამ, რომლის თქმითაც, კენკებაშვილმა იარაღი ამოიღო და კონდახით ცემდა, მისთვის უცნობმა პირმა ხელი გაუკავა, კიდევ ერთი პირი კი აგინებდა.
ლატარიას თქმით, ინფორმაციის გასაჯაროებისგან თავს იკავებდა, რადგან იყო შიშის ფაქტორი - ლომია ემუქრებოდა, რომ თუ მოინდომებდა იქნებოდნენ ადამიანები, რომლებიც ყოველდღე მოიტაცებდნენ მას, ასევე საუბარი მისი მეუღლისთვის მანქანის დაჯახებაზეც იყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.