საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის ფაქტს უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.
საყვარელიძე მიიჩნევს, რომ მიღებული გადაწყვეტილება უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს რეჟიმის დასასრულს მოაახლოვებს.
„ვფიქრობ, კომენტარი ზედმეტია. აშკარაა, რომ უკრაინამ მორიგი „იანუკოვიჩი“ მიიღო - ოღონდ ინგლისურად მოლაპარაკე!!! ყველასთვის დიდი ხანია ცნობილია, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება - უკრაინა გადარჩენის და სახელმწიფოს შენარჩუნების ზღვარზეა. ადამიანი, რომელიც ამაზე ყველაზე ხმამაღლა საუბრობდა, დღეს უკრაინის მოქალაქეობის გარეშე და უკრაინაში შესვლის უფლების გარეშე დარჩა. მაგრამ ეს ჩვენ ვერ შეგვაჩერებს. პირიქით, დარწმუნებული ვარ, ეს პეტრო პოროშენკოს რეჟიმის დასასრულს მოაახლოებს!!! ჩვენ კოორდინირება გვექნება შექმნილ შტაბებთან ერთობლივ სამომავლო მოქმედებებთან დაკავშირებით და გავაგრძელებთ წინსვლას ყველა ზომების მიღებით. ვინ არის ჩვენთან სიმართლისთვის?!“ წერს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დავით საყვარელიძე.
უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა აღნიშნულთან დაკავშირებით სპეციალური განცხადებაც გაავრცელა.
„უკრაინის გენერალური პროკურატურის მიერ მიხეილ სააკაშვილზე დამუშავებულია უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის მიერ, გადაგზავნილია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არსებული მოქალაქეობის საკითხის კომისიის განხილვაზე და განხილული იყო კომისიის სხდომაზე. უკრაინის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი გადაწყვეტილებას იღებს მოქალაქობის ჩამორთმევაზე კომისიის დასკვნის საფუძველზე" აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა გაავრცელა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.