"ქართული ოცნება" ლამის მართლა ჯოხებით გამოსაყრელია ხელისუფლებიდან იმის გამო, რომ თავისი უსუსურობისა და უუნარობის გამო "ნაციონალური მოძრაობა" გააცოცხლა და გააბედინა იმდენი, რამდენსაც ეს პარტია ბედავს, ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ "პალიტრა TV"-ის გადაცემა "რეზიუმეში" სტუმრობისას განაცხადა.
"დღეს ჩვენ კიდევ ერთი რამის მომსწრენი გავხდით, როგორ გვემუქრებოდა ვანო მერაბიშვილი ყველას, რომ გამოვა ციხიდან და ყველას ისე მოგვექცევა, როგორც საჭიროდ ჩათვლის. ეჭვიც არ მეპარება, სხვათა შორის, თუ გამოვიდნენ და ხელისუფლებაში მობრუნების შანსი მისცა მათ "ქართულმა ოცნებამ", ნამდვილად ვერავინ გაასწრებს მათ. მე პირადად არსად გაქცევას ვაპირებ, ამის ძალიან კარგი მაგალითი იყო წინა წლებში, მაგრამ ძალიან კარგად ვიცი, ის ზღაპრები, რომ ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში და არავის ხელს არ ვახლებთ, არის მხოლოდ პიარი და სხვა არაფერი",- განაცხადა ბურჯანაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.