ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის სხდომათა დარბაზში არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) თვითმმართველობის საჯარო მოხელეებისათვის შეხვედრა/სემინარი გამართა.
ადიგენის გამგეობის ცნობით, შეხვედრაზე განხილული იქნა მნიშვნელოვანი საკითხები: თვითმმართველობის ორგანოების ვალდებულებები წინასაარჩევნო პერიოდში, მათი ურთიერთობა საარჩევნო ადმინისტრაციასთან, საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი აკრძალვები ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების თაობაზე, ამომრჩეველთა მოსყიდვის ცნება და რეკომენდაციები საჯარო დაწესებულების მიმართ წინასაარჩევნო პერიოდში. შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.