ირაკლი შოთაძე იმ მიზეზებზე საუბრობს რის გამოც ინტერპოლმა ზურაბ ადეიშვილი წითელი ცირკულარით ძებნილთა სიიდან ამოიღო
18-04-2015, 02:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ ირაკლი შოთაძემ ტელეკომპანია “იმედის“ გადაცემა “რეაქციის” ეთერში იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც ინტერპოლმა ზურაბ ადეიშვილი წითელი ცირკულარით ძებნილთა სიიდან ამოიღო.

 

 

როგორც შოთაძემ განმარტა, ინტერპოლი არ არის სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო ან სხვა მართლმსაჯულების ორგანო და შესაბამისად, არ არის ის ორგანო, რომელიც მსჯელობს ადამიანის ბრალეულობაზე და საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე.

 

 

“ინტერპოლი არ არის სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო ან სხვა მართლმსაჯულების ორგანო და შესაბამისად, არ არის ის ორგანო, რომელიც მსჯელობს ადამიანის ბრალეულობაზე და საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე. ინტერპოლი არის კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაცია, სადაც გაერთიანებულია 190 ქვეყანა და მისი ძირითადი დანიშნულება არის ოპერატიული უზრუნველყოფა მოახდინოს სხვადასხვა ქვეყნებს შორის კრიმინალურ დანაშაულში საბრძოლველად, ერთ-ერთი ძირითადი დანიშნულებაა კრიმინალური პოლიციის ქსელის არის საერთაშორისო ძებნის წარმოება. კონკრეტულად სხვასხვა ქვეყნების ძებნილი პიროვნებების შესახებ ინფორმაციის გაცვლა. რა თქმა უნდა, ინტერპოლი მოქმედებს ადამიანის უფლებების საერთაშორისო დეკლარაციით.

 

 

მე ახლა ხელთ მაქვს ის წერილი, რომლის საფუძველზეც ზურაბ ადეიშვილი ინტერპოლის გადაწყვეტილებით მოიხსნა წითელი ცირკულარიდან. მე მოვისმინე ძალიან ბევრი სპეკულაციები, ძალიან ბევრი ბრალდება პროკურატურის მიმართ. მინდა ვთქვა, რომ ამ შემთხვევაში მოხდა ინტერპოლის და პროკურატურის კომპეტენციების აღრევა. ინტერპოლის აღმასრულებელი კომიტეტის 181-ე სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც დადგინდა ახალი პოლიტიკა ლტოლვილის სტატუსის მქონე პირთა მიმართ, კონკრეტულად, ეს ახალი პოლიტიკა გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერი ლტოლვილის სტატუსის მქონე პიროვნება, რომელზეც დასტურდება რომ მინიჭებული აქვს ეს სტატუსი, ასევე დასტურდება, რომ ლტოლვის სტატუსის მიმნიჭებელ სახელმწიფოს არ აქვს პოლიტიკური ინტერესი ძებნის ინიციატორი სახელმწიფოს მიმართ, ამ შემთხვევაში ძებნილი ადამიანი, რომელიც ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, არ შეიძლება ამ ადამიანის მიმართ განხორციელდეს წითელი ცირკულარით ძებნა. სწორედ ამ ახალი პოლიტიკის საფუძველზე, რომელიც ამოქმედდა 2015 წლის 18 თებერვლიდან, ინტერპოლმა ცალმხრივად, ისე რომ წინასწარ არ შეუტყობინებია ამის შესახებ პროკურატურისათვის, მხოლოდ გვაცნობა ამ გადაწყვეტილების შესახებ და მოუხსნა ზურაბ ადეიშვილს, ასევე სერგო ქავთარაძეს წითელი ცირკულარით ძებნა.

 

 

ასეთივე გადაწყვეტილებები მან განახორციელა სხვა ქვეყნების ძებნილი მოქალაქეების მიმართ, რომელტაც ჰქონდათ ლტოლვილის სტატუსი. ამავე გადაწყვეტილებით, ჩვენ ვგებულობთ, რომ ზურაბ ადეიშვილს ლტოლვილის სტატუსი მიღებული აქვს 2013 წლის 8 თებერვალს“, – განაცხადა მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ.

 


შოთაძის თქმით, მან არ იცის, რომელი ქვეყნის მიერ არის ზურაბ ადეიშვილისთვის ლტოლვილის სტატუსი მინიჭებული, თუმცა მისი თქმით, ამ საკითხის გარკვევის მიზნით მათ ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს უკვე მიმართეს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი