გერმანიის კანცლერი არ გამორიცხავს, რომ ევროკავშირმა რუსეთთან თავისუფალი სავაჭრო სივრცე შექმნას. ამის შესახებ ანგელა მერკელმა გერმანიის ქალაქ შრალზუნდში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.
"დოიჩე ველეს" ცნობით, მერკელმა გაიხსენა რუსეთის პრეზიდენტის იდეაც "ვლადივოსტოკიდან ლისაბონამდე" თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებების მკვეთრი სხვაობისა. მერკელს რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაწყვეტა არ სურს.
"მომავალში ჩვენ ვუშვებთ იმას, რომ შესაძლოა მსხვილი თავისუფალი სავაჭრო ზონა შეიქმნას, მათ შორის რუსეთთან. ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს იმისათვის, რომ მივუახლოვდეთ საერთო ეკონომიკურ ზონას, რომელსაც ვლადიმერ პუტინმა ერთხელ "ვლადივოსტოკიდან ლისაბონამდე" უწოდა", - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.