სულ მცირე 48 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ხუთი სერიოზულად, მას შემდეგ რაც ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში მატარებელი სადგურზე პლატფორმის ბუფერებს დაეჯახა. ინფორმაციას BBC ოფიციოზზე დაყრდნობით ავრცელებს.
ინციდენტი პარასკევ დილით პიკის საათებში, ქალაქის ცენტრში, „ფრანციას სადგურზე“ მოხდა.
გავრცელებული ცნობებით მატარებელს არ დაუმუხრუჭებია, როდესაც სადგურში შედიოდა და პლატფორმის ბუფერებს დაეჯახა.
ბარსელონას გადაუდებელი დახმარების სამსახურის განცხადებით, სულ მცირე 18 ადამიანი გადაიყვანეს საავადმყოფოში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.