საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის ფაქტს გამოეხმაურა.
როგორც ელჩმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საკითხი უკრაინის გადასაწყვეტია.
რაც შეეხება შეერთებული შტატებს, მისი განმარტებით, აშშ მსგავს საკითხებს საერთაშორისო ვალდებულებისა და საერთაშორისო სამართლებრივი სისტემის ჭრილში განიხილავს.
„მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი არის მიმდინარე სამართლებრივი საქმე და თემასთან დაკავშირებით დეტალებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. რაც შეეხება ამერიკის პოზიციას, ჩვენ მსგავს თემებს ვუყურებთ საერთაშორისო ვალდებულებისა და საერთაშორისო სამართლებრივი სისტემის ჭრილში. ამ კონკრეტულ მოქმედებასთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის უკრაინის ქვეყნის საქმე და მათი გადასაწყვეტი," განაცხადა იან კელიმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.