უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე, დავით საყვარელიძემ მისი მოსყიდვის მცდელობებზე ZN.ua-სთან ინტერვიუში განაცხადა. "დიახ, უკრაინაში ჩემი მოსყიდვა სცადეს - თვეში 10 მილიონი დოლარი შემომთავაზეს. მე უარი ვთქვი", - განაცხადა საყვარელიძემ.
მან უკრაინის გენერალურ პროკურატურაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნულ უწყებაში თანამშრომლების მხოლოდ 30 პროცენტია პროფესიონალი და პატიოსანი. ამიტომაც მისი თქმით, ის აპირებს თანამშრომლების შემცირებას და დარჩენილებისთვის ანაზღაურების გაზრდას, ასევე გეგმავს ბონუსური სისტემის დანერგვასაც.
"საქართველოში, ჩვენ შევქმენით სისტემა, რომლის მიხედვითაც, თუ გამომძიებელი მილიონობით დოლარის კორუფციულ გარიგებას გამოავლენდა, ის ბონუსის სახით რამდენიმე ათასს მიიღებდა", - აღნიშნა დავით საყვარელიძემ.
მან კომენტარი ბოლო დროს უკრაინაში ტელევიზიების თანხლებით დაკავების რამდენიმე შემთხვევაზეც გააკეთა. საყვარელიძის თქმით, მსგავსი სისტემა ეფექტურია კორუფციის აღმოსაფხვრელად.
"ჩვენ ვაცხადებთ ნულოვან ტოლერანტობას კორუფციის მიმართ. ყველამ უნდა გაიგოს, რომ ჩვენი მიზანი არის სერიოზული. კორუმპირებულმა მაღალჩინოსნებმა უნდა გაიგონ, რომ საზოგადოება ჩვენს მხარესაა. ვფიქრობ, მათ ეს უკვე გაიგეს და დაინახეს საკუთარი თვალით" , - აღნიშნა საყვარელიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.