75 წლის ასაკში ცნობილი ქართველი მეცნიერი და დიპლომატი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, აპოლონ სილაგაძე (ფოტოზე მარცხნიდან პირველი - ელჩობის პერიოდში ეგვიპტის პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქთან შეხვედრისას) გარდაიცვალა. იგი 1998-2004წწ.-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში, სირიის არაბთა რესპუბლიკაში, ლიბანის რესპუბლიკასა და იორდანიის ჰაშიმითურ სამეფოში.
მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1965 წელს დაამთავრა.
science.org -ის ინფორმაციით, აპოლონ სილაგაძე 1981-1985წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი; 1986-1988წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი; 2004-2006წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სემიტოლოგიის კათედრის გამგე; 2006-2017წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის არაბისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სრული პროფესორი.
1988-1992წწ. გაზეთ „სახალხო განათლების“ (შემდგომში უზენაესი საბჭოს გაზეთი „ერი“) მთავარი რედაქტორი; 1992-1998წწ. გაზეთ „სვობოდნაია გრუზიას“ მთავარი რედაქტორი; 1998-2004წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში, სირიის არაბთა რესპუბლიკაში, ლიბანის რესპუბლიკასა და იორდანიის ჰაშიმითურ სამეფოში. მეცნიერული ინტერესების სფერო: არაბისტიკა, ქართველოლოგია (ენათმეცნიერება, ლიტერატურათმცოდნეობა და ლექსმცოდნეობა, ისტორიოგრაფია), გამოქვეყნებული აქვს 120 სამეცნიერო შრომა. 1975 წლიდან არის ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, 1976 წლიდან დოცენტი, 1988 წლიდან ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, 1990 წლიდან პროფესორი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.