ჩრდილოეთ კორეამ მორიგი რაკეტა გაუშვა, რომელმაც 3 000 კილომეტრ სიმაღლეს მიაღწია და რომელიც იაპონიის ტერიტორიულ წყლებში დაეშვა. ინფორმაციას BBC იაპონიის მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
Associated Press-ის უფრო ადრინდელი ცნობით, იაპონიის პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ ფხენიანის გაშვებული რაკეტა სავარაუდოდ იაპონიის ზღვაში დაეშვა და ოფიციალური პირები რაკეტის გაშვებასთან დაკავშირებით ანალიზს ახდენენ. შინძო აბემ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევისკენ მოუწოდა.
ვაშინგტონში, პენტაგონის წარმომადგენელმა, საზღვაო ძალების კაპიტანმა ჯეფ დევისმა დაადასტურა, რომ ჩრდილოეთ კორეიდან ბალისტიკური რაკეტის გაშვება გამოავლინეს.
მან თქვა: „ჩვენ შეფასებას ვახდენთ და მალე გვექნება მეტი ინფორმაცია“.
ივლისის დასაწყისში, 4 ივლისს, ფხენიანმა განაცხადა, რომ პირველად, წარმატებით გამოსცადა კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტა, რომელსაც როგორც ზოგიერთი ექსპერტი აცხადებს, შესაძლოა, ამერიკის შეერთებული შტატების კონტინენტზე, კერძოდ, ალიასკაზე წვდომის შესაძლებლობა გააჩნდეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.