დავით ნარმანიამ თბილისის მერიასა და გამგეობებში 600-ზე მეტი ადამიანი ერთ დღეში დაასაქმა და ზოგიერთი მათგანის ხელფასი 5,200 ლარია, რაც მის ანაზღაურებაზე მაღალია - „რუსთავი 2“
28-07-2017, 14:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დავით ნარმანიამ ივნისში თბილისის მერიასა და გამგეობებში 600-ზე მეტი ადამიანი ერთ დღეში ხელმოწერილი ბრძანებების საფუძველზე დაასაქმა. ინფორმაციას სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს, რომელიც ირწმუნება, რომ „კურიერმა“ თბილისის მერის ხელმოწერილი ორი განკარგულება მოიპოვა.

 


ტელეკომპანიის ცნობით, დასაქმებულების მინიმალური ხელფასი 1250 ლარია, მაქსიმალური კი 5625 ლარამდეც კი აღწევს, რაც დედქალაქის მერის ხელფასზე უფრო მაღალია.

 


„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, დოკუმენტებით დგინდება, რომ თბილისის მერმა დასაქმებული ადამიანების ვინაობა საკრებულოს წევრებსაც კი დაუმალა. დოკუმენტებში მხოლოდ თანამშრომლების ხელფასები წერია, თუმცა მათ მონაცემები წაშლილია.

 


„რუსთავი 2-ის“ მიერ მოპოვებული კიდევ ერთი სკანდალური დოკუმენტით ირკვევა, რომ დავით ნარმანიას მედეგობის საკითხებში მრჩეველი ეყოლება, რომელსაც ყოველთვიურად 5,200 ლარს გადაუხდის, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისის მერის მრჩეველს მერზე უფრო მეტი ხელფასი ექნება. ახალი მაღალანაზღაურებადი მრჩევლის ვინაობას ნარმანია არ ასახელებს, ოფიციალურ დოკუმენტებში არც მისი ვინაობა წერია.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი