ბიძინა ივანიშვილი: პრეზიდენტის ქმედებები თანხვედრაში მოდის „ნაციონალურ მოძრაობასთან“
20-04-2015, 00:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


დღეს პრეზიდენტის განცხადებები და ქმედებები თანხვედრაში მოდის „ნაციონალურ მოძრაობასთან“, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა „კვირის 20/30“-ში განაცხადა.


მან ასევე ისაუბრა „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს“ თავმჯდომარის ეკა გიგაურისა და საია-ს ყოფილი ხელმძღვანელის, ამჟამად კი პრეზიდენტის მრჩევლის კახა კოჟორიძის შესახებ. ივანიშვილის თქმით, ისინი აბსოლუტურად თანხვედრაში მოდიოდნენ სიცრუის ტირაჟირებასთან, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ახორციელებდა.


ივანიშვილის განცხადებით, კახა კოჟორიძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადასვლით გააფორმა, რომ ის „ნაიონალური მოძრაობის“ მომხრეა.


„პრეზიდენტის სამსახური მთლიანად ხელისუფლებაში მოვიდა გუნდთან ერთად და დღეს მისი განცხადებები და ქმედებები თანხვედრაში მოდის „ნაციონალურ მოძრაობასთან“. თანამშრომლობაზე ეჭვი არ მაქვს, მაგრამ საზოგადოებას ესეც ძალიან აზიანებს და აბნევს. კიდევ შემიძლია გავიხსენო ორი პიროვნება გიგაური და კოჟორიძე, სამოქალაქო სექტორიდან. ჩვენ გვექნება შემდეგ კვირას გადაცემა მათზე და იქ დავამტკიცებთ. საია და“საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო“, ორივე ორგანიზაცია უაღრესად პატივსაცემია ჩემთვის. მათ ძალიან დიდი დამსახურება აქვთ ქვეყნის სამოქალაქო სექტორის განვითარებაში. მათ დამფინანსებლებსაც კიდევ ერთხელ მადლიერებით მოვიხსენიებ, მაგრამ ეს პიროვნებები ნაცვლად იმისა, რომ სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაზე ეზრუნათ, აბსოლუტურად თანხვედრაში მოდიოდნენ სიცრუის ტირაჟირებასთან, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ახერხებდა.


მე მივანიშნებ იმაზე, რომ ყველას თავისი სახელი უნდა ერქვას. თუ აცხადებ, რომ აქ დგახარ, კეთილი ინებე და ეს დაიცავი. გინდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრობა, ესეც შენი ნებაა და არავინ ამას არ ზღუდავს და არ უშლის ხელს. კოჟორძემ ეს გააფორმა, როდესაც პრეზიდენტის სამსახურში გადავიდა, რომელიც ამ პოზიციას – ოპოზიციურს დიდიხანია ამჟღავნდებდა. გიგაურზეც ვისაუბრებთ შემდეგ გადაცემაში, სადაც ჩვენ გვექნება სამოქალაქო სექტორის საქმიანობის ორწლიანი მიმოხილვა“, – განაცხადა ივანიშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი