ლევან იზორია სამეთაურო-საშტაბო კურსის რიგით მეექვსე გამოშვების ცერემონიალს დაესწრო
29-07-2017, 02:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კურსის რიგით მეექვსე გამოშვების ცერემონიალს დაესწრო.

 


ლევან იზორიამ მსმენელებს სამეთაურო-საშტაბო კურსის (CGS) წარმატებით დასრულება მიულოცა და სამხედრო კარიერაში წინსვლა უსურვა.

 


თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სიტყვით მიმართვისას, ლევან იზორიამ ყურადღება უწყებისათვის პროფესიული სამხედრო განათლების პრიორიტეტულობაზე გაამახვილა. მან სამხედრო განათლების მაღალი დონის უზრუნველყოფის საქმეში შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და საერთაშორისო პარტნიორების წვლილი გამოყო. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, თანამედროვე სამხედრო განათლება და განათლებული სამეთაურო რგოლი საქართველოს შეიარაღებული ძალების ფუნდამენტია. ამ კონტექსტით მან ყურადღება დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო - სამაგისტრო პროგრამებზე, ასევე საერთაშორისო პარტინიორებთან ინსტიტუციურ თანამშრომლობაზე გაამახვილა.

 


თავდაცვის მინისტრმა, საქართველოს შეიარაღებული ძალების წინაშე დასახული ამოცანების გათვალისწინებით, სამხედრო განათლების უმაღლეს კურსს საპასუხისმგებლო უწოდა.
ლევან იზორიამ და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა სამეთაურო-საშტაბო კურსის წარჩინებულ მსმენელებს დიპლომები გადასცეს.

 


ღონისძიების დასკვნით ნაწილში, სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის ოთხ ინსტრუქტორს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მედლები გადასცა. განსაკუთრებული დამსახურებისათვის ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი მეშველიანი ნატოს მედლით, ხოლო ვიცე-პოლკოვნიკები - კახა ნიკოლაიშვილი და ბეჟან კიკნაველიძე გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის მედლებით დაჯილდოვდნენ.

 


უწყების ინფორმაციით, სამეთაურო-საშტაბო კურსი 40 ოფიცერმა დაასრულა. უფროსი რანგის სამხედრო მოსამსახურეები 11 თვის განმავლობაში ტაქტიკურ და ოპერატიულ დონეებზე სამეთაურო-საშტაბო უნარ-ჩვევებს დაეუფლნენ.

 


ღონისძიებას, რომელიც თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ ჩატარდა, ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი, პოლკოვნიკი ზაზა ჯაფარიძე და თავდაცვის უწყების მაღალი რანგის წარმომადგენლები დაესწრნენ.

 


სამეთაურო-საშტაბო კურსი, ამერიკელ მრჩეველთა ჯგუფის მხარდაჭერით, 2009 წელს დაარსდა. საწყის ეტაპზე, შეიარაღებული ძალების იმდროინდელი მოთხოვნების შესაბამისად, საპილოტე პროგრამა მომზადდა, რომელიც პირველად 2011 წელს ჩატარდა.

 


ამჟამად სამეთაურო-საშტაბო კოლეჯი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში არსებული სამხედრო პროფესიული განათლების უმაღლეს საფეხურს წარმოადგენს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი