ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ანეულასთან სარკინიგზო გვირაბის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მუშის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
გვირაბის მშენებლობაზე დაშავებული პირი ხაშურიდან თბილისში, კლინიკა „ლანცეტში" დღეს გადმოიყვანეს.
ექიმის განცხადებით, დაშავებულს თავში აქვს დაზიანებები მიღებული. მას უკვე ჩაუტარდა შესაბამისი გამოკვლევები და ამ ეტაპზე ოპერაციას არ საჭიროებს.
დაშვებული მკურნალობას ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადის.
სოფელ ანეულასთან გვირაბის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.