ჭიდაობაში ახალგაზრდული ევროპული ჩემპიონატის ორგზის გამარჯვებული რუსი სპორტსმენი, მოჭიდავე იური ვლასკო შაბათ საღამოს დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო „Р-Спор“-ს რუსეთის ჭიდაობის ეროვნული ნაკრების უფროსმა ტრენერმა ანატოლი მარგიევმა განუცხადა.
მისი თქმით, ვლასკო რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში ირიცხებოდა და ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული სპორტსმენი იყო ნახევრად ძმიმე წონით კატეგორიაში. 20 წლის სპორტსმენი ცხოვრებაში წყნარი, მხიარული და ზრდილობიანი ადამიანი იყო, განაცხადა მისმა ტრენერმა.
„ეს სერიოზული დანაკარგია რუსული ჭიდაობისთვის“, აღნიშნა მარგიევმა.
როგორც „რია ნოვისტი“ ბურიატიის რესპუბლიკის სამართალდამცავი უწყების უფროს თანაშემწეზე, დიმიტრი სტოლიაროვზე დაყრდნობით იტყობინება, 20 წლის იური ვლასკო ბაიკალის სანაპიროზე, მასობრივი ჩხუბის დროს მოკლეს.
გარდაცვლილის სხეულზე, თავისა და კისრის არეში, სიცოცხლესთან შეუთავსებელი ძალადობრივი კვალი აღინიშნებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.