საქართველოდან ისრაელში ჩასული საქართველოს მოქალაქეების უკან გამობრუნების, მათი საზღვარზე არშეშვებისას მათდამი არაადამიანური მოპყრობის შესახებ ვიდეომიმართვას ავრცელებს ერთ-ერთი მოქალაქე, გიორგი შალვაშვილი, რომელიც ირწმუნება, რომ ისრაელში საქართველოდან ჩასულების მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას აქვს ადგილი, რაც არანაიარად არ ჯდება ქართველების და ებრაელების 26-საუკუნოვან მეგობრობაში.
„უამრავი ავადმყოფი მოაბრუნეს საზღვრიდან, უამრავი ავადმყოფი, რომელსაც ოფიციალური საბუთები ჰქონდა, რომელიც ოფიციალური საბუთებით მიდიოდა, მიმართვით, სამკურნალოდ, გამოსაკვლევად და დაუმძიმდათ მათ ის ავადმყოფობა იმიტომ , რომ 3-4 დღე გაუსაძლის რეჟიმში, ‘კლეტკებში’ კეტავენ ადამიანებს. რატომ? იმიტომ, რომ ქართველები არიან, დიახ იმიტომ, ხმამაღლა ვიტყვი. და ზუსტად ვიცი, რომ ეს ასეა, იმიტომ, რომ ჩემი არაერთი მეგობარი წასულა, და არაერთი მეგობარი ‘გამოუბუნძულებიათ’ უკან. ძალიან ცუდია ეს. მე არ ვამბობ, რომ საზღვარი გახსენით და ვისაც როგორ უნდა ისე წავიდეს და წამოვიდეს, არა. ელემენტარულად, ადამიანობას იმსახურებენ, და თუ არ გჭირდება ის ადამიანი და ქართველი ხარ, აჰა, ქართველი ხარ? დავაი ციხეში, არც გიხსნიან რატომ. არ აგენიბენებენ მშობელს, არა აგებინებენ ოჯახის წევრებს, რომ ციხეში ჰყავთ ჩასმული და სალაფავს აჭმევენ და დაგუბებულ წყალს ასმევენ და საშინელ რეჟიმში ჰყავთ. ასე არ შეიძლება...
„სხვა ქვეყნებიც აბრუნებენ ადამიანებს უკან, მაგრამ აეროპორტებში სხედან და შემდეგ რეისს ელოდებიან. შეიძლება 2-3 საათი მოუწიოთ, შეიძლება 24 საათიც, მაგრამ სხედან აეროპორტში ადამინურად ადამიანები და დეპორტაციის საბუთით აბრუნებენ უკან თუ რითი, არ აქვს ამას არსებითი მნიშვნელობა, მოფრინავენ შემდეგი რეისით თავიანთ ქვეყნაში - სამი დღე, ოთხი დღე, ჩაკეტილი გყავს ეს მაიმუნებივით და ძაღლებივით და ღორებივით, ეს საპატიებელი არ არის და ქართველო ერო, ხმა ამოიღე. დიახ, უნდა ამოიღოთ ხმა და უნდა ამოვიღოთ ხმა სუყველამ და საერთოდ, რით ვერ გაიგეთ, რომ ვერ გვიტანენ და ნუღარ მიდიხართ“, ამბობს შაბათს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ინტერნეტმომხმარებელი გიორგი შალვაშვილი (მისი სახელი და გვარი „ფეისბუქზე“ ინგლისურადაა დაფიქსირებული, George Shalvashvili).
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.