საქართველოს მთავრობამ 119 ახალი საწარმო დააფინანსა, - ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ მიაწოდა.
მინისტრმა ისაუბრა მედიატურის შესახებ, რომელიც მთავრობის მიერ დაფინანსებულ საწარმოებში მიმდინარეობს და რომლებიც მედიის წარმომადგენლებმა თავად, ლოტოტრონის პრინციპით შეარჩიეს.
ოთარ დანელიას ინფორმაციით, მედიატური გრძელდება და ჟურნალისტები მთავრობის დაფინანსებით შექმნილ საწარმოებს საქართველოს ყველა რეგიონში ესტუმრებიან. მინისტრმა მედიის წარმომადგენლებს ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათი განწყობა პოზიტიურია.
პრემიერ-მინისტრმა მედიატურის ინიციატივას დადებითად შეაფასა.
„მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ვაჩვენოთ თითოეული საწარმო, რომელიც დაფინანსდა ჩვენი მთავრობის მიერ. ვფიქრობ, მედიას და ოპოზიციას აღარ ექნება კითხვები, სად არის დაპირებული საწარმოები“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.