ტყიბულში 2015-2016 სასწავლო წლის წარჩინებულ კურსდამთვრებულთა მედლებით დაჯილდოება გაიმართა
29-07-2017, 10:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში 2015-2016 სასწავლო წლის წარჩინებულ კურსდამთვრებულთა მედლებით დაჯილდოება გაიმართა.

 


15 ოქროსა და 9 ვერცხლის მედალოსანს, მედლები და სიგელები მუნიციპალიტეტის გამგებელმა რობიზონ გვენეტაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ, თამაზ კუბლაშვილმა და ტყიბულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, ირინა კორძაიამ გადასცეს.

 


ღონისძიებას ტყიბულისა და თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე ესწრებოდა, რომელმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ყველაზე მაღალი ქულებით ჩარიცხულ სტუდენტს, უჩა ჩიტიძეს საკუთარი ხელფასიდან სტიპენდია დაუნიშნა. სიგელებით ასევე დაჯილდოვდნენ წარჩინებულ მოსწავლეთა მშობლები და ქ. ტყიბულის №1, №6 და სოფლების: გურნის, ხრესილისა და ორპირის საჯარო სკოლების დირექტორები.

 


რობიზონ გვენეტაძემ მედალოსნებს ცხოვრების ახალ ასპარეზზე წარმატებები უსურვა და მათ მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელით ფულადი ჯილდო 100-100 ლარი გადასცა.

 

 

ინფორმაციას ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი