მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კურზუს ცენტრში მდებარე სტადიონზე გასახდელის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.
მარტვილის გამგეობის ცნობით, სამუშაოებზე, რომელიც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება, 6 703 ლარი დაიხარჯება.
„პროექტის ფარგლებში შიდა და გარე მხრიდან შეილესება ფასადი, შეიღებება კედლის შიდა მხარე, გარე მხრიდან შეიბრიზგება ფასადი, ჭერზე მოეწყობა ფერადი პლასტიკატი. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,პარტნიორი“ ასრულებს. ამ ეტაპზე დასაქმებულია 5 ადამიანი", აღნიშნულია მარტვილის გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ალექსანდრე გრიგალავამ და გამგებლის პირველმა მოადგილემ, გიორგი გოროზიამ დაათვალიერეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.