ორი ადამიანია მოკლული და სამს სერიოზული დაზიანებები აქვს მიღებული გერმანიის ქალაქ კონსტანსში ღამის კლუბში მომხდარი სროლების შედეგად. ინფორმაციას ამ წუთებში BBC ავრცელებს.
მამაკაცმა ცეცხლი კვირას, ადგილობრივი დროით 04:30 საათზე გახსნა და ერთი ადამიანი მოკლა. ამის შემდეგ შეიარაღებულ მამაკაცს პოლიციამ გაუხსნა ცეცხლი. თავდამსხმელი მიყენებული ჭრილობების შედეგად მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.
პოლიციის ცნობით, ღამის კლუბის სტუმრებმა თავს გაქცევით უშველეს.
ურთიერთსროლებისას ასევე დაიჭრა ერთი პოლიციელი. პოლიციის ოფიცრის დაზიანებები სავარაუდოდ, სიცოცხლესთან შეუთავსებელი არ არის.
დანაშაულის ჩადენის მოტივი ამ დრომდე უცნობია.
პოლიციამ და პროკურატურამ ერთობლივ განცხადებაში თქვა, რომ ქალაქში მებრძოლი დესანტები და პოლიციის ვერტმფრენი განალაგეს, რადგან არ იყო ცნობილი, ჰყავდა თუ არა ეჭვმიტანილს თანამზრახველები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.