მესტიაში „სვანეთობა 2017“ გაიმართა
31-07-2017, 01:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მესტიაში 29 ივლისს ფესტივალი „სვანეთობა 2017“ გაიმართა. ფესტივალმა რეგიონულ ფოლკლორულ ფესტივალ „ფუძეობა“-ს უმასპინძლა, რომლის ფარგლებშიც, მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით, სეტის სკვერში ტრადიციული სვანური სამზარეულოსა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა მოეწყო.

 

 

გამოფენის ფარგლებში სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული ტერიტორიული ერთეულები გამოვლინდნენ, რომელთა დაჯილდოების ცერემონიას მესტიის გამგებელი კაპიტონ ჟორჟოლიანი წარუძღვა.

 

 

„საუკეთესო სამზარეულოს წარმოჩენისთის დაჯილდოვდა იდლიანის ტერიტორიული ერთეული, საუკეთესო ტრადიციული ნომრის შესრულებისთვის ლატალის ტერიტორიული ერთეული, ხოლო საუკეთესო გამოფენისთვის მულახის ტერიტორიული ერთეული. მათ სიგელები და სპეციალურად მათთვის დამზადებული ჩონგურები გადაეცათ. გამოფენაში მონაწილე ლახამულისა და ჭუბერის ტერიტორიულ ერთეულებს გამორჩეული სამზარეულოს წარმოდგენისთვის კი, სვანეთის მუზეუმზე კატალოგი გადაეცათ.

 

 

კატალოგები გადასცეს ასევე ჩამოსულ სტუმრებს, „დარპანი“-ს, „ჰარირა“-ს და „ათინათი“-ს.

 


ფრანგების მუსიკალურმა ჯგუფმა გამოთქვა კონცერტში მონაწილეობის მიღების სურვილი, რომელთაც მაყურებელს შესთავაზეს 10 ნომერი, კონცერტის დასრულებისას ჯგუფის მონაწილეები წიგნებით დაჯილდოვდნენ.

 


გამოვლინდა წლის საუკეთესო სვანეთის მოქალაქე, რომლის ტიტულიც ადილარ ჩართოლანს მიენიჭა და სიგელი გადაეცა.

 

 

გარდა ამისა, „ფინკა“ ბანკმა კი ახალგაზრდა მეწარმეს, მარიამ რეზესიძეს წახალისებისთვის დეპოზიტი გაუხსნა", აღნიშნულია მესტიის გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 


გამოფენის პარალელურად, ანსამბლების, „ქალთიდი", „ლატალი", „რიჰო", „ჰარირა" და ა.შ. კონცერტი მიმდინარეობდა.

 

 

„სვანეთობა 2017“ გრანდიოზული კონცერტით ანსამბლმა „ერისიონმა" დახურა.

 

კომენტარები: 1
#1   Kristie
      
13 აპრილი 2026 14:01
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი