„ღირსეული პარტნიორი 2017“-ის ოფიციალურად გახსნასთან დაკავშირებით, სამხედროებისთვის კონცერტი გაიმართა
31-07-2017, 03:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ღირსეული პარტნიორი 2017“-ის ოფიციალურად გახსნასთან დაკავშირებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე ქართველი და უცხოელი სამხედროებისთვის კონცერტი გაიმართა.

 

 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კონცერტს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დაესწრო.

 

 

„ამ სახის ღონისძიებები მრავალეროვნულ სწავლებაში ჩართული სამხედროების დამეგობრებას ხელს შეუწყობს", აღნიშნა მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

საერთაშორისო სამხედრო სწავლებაში ჩართული ქართველი და უცხოელი სამხედრო მოსამსახურეების წინაშე ქართველი მომღერლები - ოთო ნემსაძე, სოფო ბედია, ნუცა ბუზალაძე, ასევე ხალხური ანსამბლის - „არსიანის“ წევრები წარსდგნენ. მომღერლებმა საკუთარი რეპერტუარიდან ქართული და უცხოური, ხოლო ანსამბლის წევრებმა ქართული ხალხური სიმღერები შეასრულეს.

 

 

სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე თავდაცვის მინისტრის მოადგილეები - ლელა ჩიქოვანი და გიორგი ბუთხუზი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, გენშტაბის უფროსის მოადგილეები, ბრიგადის გენერლები - შალვა ჯაბახიძე და ზაზა ჩხაიძე, ასევე თავდაცვის უწყების სხვა წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

 

 

„საერთაშორისო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“ დღეს ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე ოფიციალურად გაიხსნა და 12 აგვისტოს დასრულდება. სწავლებაში, რომელსაც საქართველო მესამედ მასპინძლობს, ნატოს წევრი და პარტნიორი 8 ქვეყანა მონაწილეობს: საქართველო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, თურქეთი, სლოვენია, სომხეთი და უკრაინა.

 

 

„ღირსეული პარტნიორი 2017“ ემსახურება სტაბილურობის, სამხედრო უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას, ასევე აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საქართველოს და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, ნატოს რეაგირების ძალების (NRF) საბრძოლო შესაძლებლობების გაზრდას და NRF-ში მონაწილე დანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის გაღრმავებას", აღნიშნულია თავდაცვის სამინისტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი