პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის სქართველოში დაგეგმილ ვიზიტს აფასებს.
გიორგი აბაშიშვილი მიიჩნევს, რომ მაიკ პენსის ვიზიტი არის გზავნილი ოკუპანტებისთვის.
„ეს არის მესიჯი, რომ არასოდეს არ შერჩებათ ის ქმედებები და პოლიტიკა, რომელსაც ახორციელებენ სუვერენული ქვეყნების, საქართველოს წინააღმდეგ", აცხადებს გიორგი აბაშიშვილი.
პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მოწვევით, დღეს საქართველოს 2-დღიანი ვიზიტად ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტი მაიკ პენსი, მეუღლესთან ერთად ეწვევა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. აშშ-ის ვიცე პრეზიდენტს, მეუღლესთან და დელეგაციასთან ერთად, საქართველოს პრემიერ მინისტრი ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლებს.
1-ელ აგვისტოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება პრემიერ მინისტრისა და მაიკ პენსის შეხვედრა. შეხვედრის შემდეგ კი, პრესისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება. აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი სწავლების „ღირსეული პარტნიორის“ მონაწილე სამხედროებს შეხვდება. მაიკ პენსის ვიზიტი საქართველოში პირველ აგვისტოს დასრულდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.