ასპინძის მუნიციპალიტეტში 25 ჰექტარზე გაშენებული ძირძველი მესხური ვაზის ჯიშებიდან პირველი მოსავლის მიღებას 2018 წელს ელოდებიან
31-07-2017, 04:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ასპინძის მუნიციპალიტეტში ძირძველი მესხური ვაზის ჯიშები დაახლოებით 25 ჰექტარზე გაშენდა და პირველი მოსავლის მიღებას 2018 წელს ელოდებიან. როგორც ასპინძის გამგებელი ლევან ცაბაძე აცხადებს, მესხური ღვინო არა მარტო ქართულ, არამედ საერთაშორისო ბაზრებზეც გავა.

 

 

(ფოტოზე: ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლევან ცაბაძე)

 


„მე გამიმართლა, რომ მესხური ტერასების აღდგენა და ძირძველი მესხური ვაზის ჯიშების გაცოცხლება ჩემი გამგებლის პოსტზე ყოფნის პერიოდში დაიწყო. მესხეთში ვაზი აღარ არსებობდა ფაქტობრივად და კეთილი ხალხის კეთილი ნებითა და ინტერესით დაიწყო აღორძინება - „თი-ბი-სი“ ჯგუფის დაფინანსებით და ასეთი პიროვნება არსებობს - გიორგი ნათენაძე, რომელიც დიდი ხანია ამ საკითხით არის დაინტერესებული. სწორედ მან შეძლო ამ ხალხის დაინტერესება და დაახლოებით, ტერასები 25 ჰა-ზე გაშენდა. ამის წამბაძველობით, პირადად მეც ტერასები მაქვს ეზოში და მესხური ვაზი მაქვს დარგული. უამრავმა ადგილობრივმა დაიწყო ამის კეთება, ასე რომ, სულ მალე ღვინის ბაზარს მესხური ღვინოც შეავსებს. პირველ მოსავალს ველოდებით მომავალ წელს. ბევრი ტერასი მამა-პაპისეულია და ადგილობრივებს აქვთ დარეგისტრირებული და დაიწყეს მომზადება ვენახის გასაშენებლად. ანუ „თი-ბი-სი“ ჯგუფმა და გიორგი ნათენაძემ კარგი მაგალითი მისცეს სხვებს ამ ტერასების აღდგენით და იქ მესხური ვაზის გაშენებით. აქვე აპირებენ მარნის გაკეთებას და შესაბამისად, ღვინის გაკეთებას. მესხური ღვინო არამხოლოდ ქართულ, საერთაშორისო ბაზრებზეც გავა“, განუცხადა GUARDIAN.GE-ს ლევან ცაბაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი