ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგების მქონე ტყიბულელ უჩა ჩიტიძეს დეპუტატის სტიპენდია დაენიშნა
31-07-2017, 06:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებულ ქულათა მიხედვით საუკეთესო შედეგების მქონე ტყიბულელ სტუდენტს, უჩა ჩიტიძეს ტყიბულისა და თერჯოლის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის, ელგუჯა გოცირიძის სტიპენდია დაენიშნა.

 

 

დეპუტატი ტყიბულში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადგილობრივი ტერიტორიული ორგანოს საგანმანათლებლო რესურს-ცენტრისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო, რომლის რომლის ფარგლებშიც სამადლობელი სიგელებითა და მედლებით 2015-2016 სასწავლო წლის წარჩინებული 24 მოსწავლე დაჯილდოვდა.

 

 

ელგუჯა გოცირიძის „ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დეპუტატს უყურადღებოდ არც პედაგოგები დაუტოვებია, სოლიდური ფულადი პრიზებით ის მასწავლებლები დაჯილდოვდნენ, რომელთა სადამრიგებლო კლასშიც მედალოსანი მოსწავლეები ირიცხებდონენ.

 

 

„საოცრად მსიამოვნებს ამ ღონისძიებაზე დასწრება. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მის ორგანიზატორებს! ჩემი აქ ჩამოსვლის მიზეზი და მიზანი არის ერთადერთი: სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო იმ ბავშვებს, მოსწავლეებს, სტუდენტებს, რომლებიც სწავლითა და მონდომებით გამოირჩევიან, რომელთა იმედიც შეიძლება ჰქონდეს ამ ქვეყანას და მათ შორის მეც, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთ მოქალაქეს. მახარებს და მაიმედებს ასეთი ახალგაზრდების სიმრავლე ჩვენს ქვეყანაში", განაცხადა ელგუჯა გოცირიძემ, რომელმაც ტყიბულში, ბიუროს ოფისში ადგილობრივებთან შეხვედრაც გამართა.

 

 

„მაჟორიტარი დეტალურად გაეცნო მოქალაქეთა პრობლემებს, რომელთა შორის ყველაზე აქტუალური კვლავ დასაქმების, ჯანდაცვისა და სოციალური საკითხები იყო.

 


დეპუტატის ბიურომ შეხვედრის დროს გამოკვეთილ პრობლემურ და აქტუალურ საკითხებზე მუშაობა უკვე დაიწყო", ნათქვამია გოცირიძის „ფეისბუქის" გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი