ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდო ესპანეთის სასამართლოს წინაშე წარსდგა. წინასასამართლო განცხადებების თანახმად, მან მილიონობით ევროს გადასახადებს აარიდა თავი.
როგორც BBC იუწყება, ბრალმდებლები 32 წლის სპორტსმენს, რომელიც მსოფლიოს ყველაზე ძვირადირებული ფეხბურთელია, 14.7 მილიონი ევროს გადასახადის თავის არიდებაში ადანაშაულებენ, რაც მათი მტკიცებით, რონალდოს 2010 წლიდან მოყოლებული უნდა გადაეხადა.
„რეალ მადრიდი“-ს ვარსკვლავმა უარყო ბრალდებები და განაცხადა, რომ თავისი „სინდისი სუფთაა“.
32 წლის რონალდო ბოლოა იმ ფეხბურთელების ჩამონათვალში, რომლებსაც ესპანეთის საგადასახადო ორგანოები იგივე საკითხებთან დაკავშირებით ადანაშაულებდნენ.
არგენტინელ ლიონელ მესის, რომელიც ბარსელონაში თამაშობს, იმავე მიზეზით მიუსაჯეს 21-თვიანი ციხე, თუმცა ამ თვის დასაწყისში, სასამართლომ გადაწყვიტა, 252,000 ევროს სანაცვლოდ გაეთავისუფლებინათ იგი
მაგრამ მესი უფრო ნაკლები თანხის გადაუხდელობაში დაადანაშაულეს (4.1 მილიონი ევრო), ვიდრე რონალდო.
რონალდო მადრიდის გარეუბან პოზუელო დე ალარკონში სასამართლოში ორშაბათს, ადგილობრივი დროით 11 საათზე გამოცხადდა და საათნახევრის განმავლობაში აძლევდა ჩვენებას მოსამართლეებს.
მას არც სასამართლოში შესვლისას და არც იქედან გამოსვლისას პრესასთან კომენტარი არ გაუკეთებია, და იმისათვის რომ თავი აერიდებინა შენობასთან თავმოყრილი მრავალრიცხოვანი ჟურნალისტების შეკითხვებისათვის, მიწისქვეშა ავტოსადგომით ისარგებლა.

ბრალმდებლების განცხადებით, რონალდომ „ისარგებლა 2010 წელს ესპანეთში შექმნილი კომპანიის უპირატესობით და დამალა ამ კომპანიიდან მიღებული შემოსავლები“, რომელიც იყო „განზრახ და შეგნებულად დარღვევა მისი ფინანსური ვალდებულებებისა ესპანეთში“.
რონალდოს მენეჯერებმაც უარყვეს ბრალდებები.
როგორც ესპანეთის ფინანსური სამმართველოს ექსპერტების კავშირი „გესტა“ აცხადებს, თუ ეს საქმე გაიგზავნება სასამართლოში და რონალდო დამნაშავედ ცნეს, პორტუგალიელი ფორვარდი შესაძლოა, „სულ მცირე 28 მილიონი ევროთი“ დაჯარიმდეს და სამნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.