თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორის პოსტზე 11 დღის მუშაობის შემდეგ ანტონი სკარამუჩი სამსახურიდან დაითხოვეს.
მისი დანიშვნის გამო თეთრი სახლის პრესმდივანმა შონ სპაისერმა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა რეინს პრიბუსმა თანამდებობები ერთმანეთის მიყოლებით დატოვეს.
სკარამუჩის თანამდებობიდან გაშვების გადაწყვეტილება ტრამპის ახალი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ჯონ კელის მიერ მიერ იქნა მიღებული. მან ახალ პოსტზე ფიცი ორშაბათს დადო.
თეთრი სახლის გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: „ანტონი სკარამუჩი თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორის პოსტს ტოვებს.
„ბატონმა სკარამუჩიმ გადაწყვიტა, რომ ყველაზე საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა, მიეცა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ჯონ კელისათვის შესაძლებლობა ჩამოეყალიბებინა მისი საკუთარი გუნდი. ჩვენ მას ყველაფერ საუკეთესოს ვუსრვებთ“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.