შეერთებული შტატების მთავრობამ ვენესუელას პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს ყველა ამერიკული აქტივი გაყინა
31-07-2017, 16:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ ვენესუელას პრეზიდენტს, ნიკოლას მადუროს „დიქტატორი“ უწოდა და გაყინა მისი ყველა ამერიკული აქტივი მას შემდეგ, რაც მან საკანონმდებლო ასამბლეის სადავო არჩევნები ჩაატარა.

 


სანქციების მიხედვით, შეერთებული შტატების ფირმებს და ინდივიდებს ეკრძალებათ მადუროსთან ერთად ბიზნესის კეთება, იუწყება BBC.

 


ვენესუელაში კვირას გამართული არჩევნების დროს ფართოდ გამოხატული პროტესტის პირობებში ძალადობას და არეულობებს ჰქონდა ადგილი და სულ მცირე 10 ადამიანია მოკლული.

 


მადურო არჩევნებს გამოეხმაურა, როგორც „რევოლუციისთვის ხმის მიცემას“.

 


ოპოზიციურმა კოალიციამ, რომელმაც ბოიკოტი გამოუცხადა არჩევნებს, თქვა, რომ ამომრჩეველთა 88% არ გამოცხადებულა არჩევნებზე. იგი უარს ამბობს არჩევნების შედეგების ცნობაზე. საარჩევნო კომისიის ცნობით კი ხმა ამომრჩეველთა 41-მა პროცენტმა მისცა.

 


პროტესტანტებმა ქვეყნის დედაქალაქ კარაკასში გზების ბლოკირება მოახდინეს და აპირებენ კვირას დაღუპულთა პატივსაცემად მარშის გამართვას.

 


ვენესუელას გენერალურმა პროკურორმა, ლუიზა ორტეგამ, რომელიც მადუროს მთავრობის წამყვანი კრიტიკოსია, არჩევნებს „დიქტატორული ამბიციის“ გამოხატვის კენჭისყრა უწოდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი