იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიდებს ბინას, ჩვენ დაგვჭირდება სამართლებრივი კონსულტაციები, მათ შორის, მოლაპარაკებები და შეთანხმება გადმოცემის შესახებ, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სააკაშვილის გადმოცემის გადაწყვეტილება უკრაინასაც შეუძლია მიიღოს, თუკი „გაჩნდება პოლიტიკური ნება".
„თუკი უკრაინაში გაჩნდა პოლიტიკური ნება, საქართველოსთან ამ საქმეზე თანამშრომლობის, მათ შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება, მოცემული ბრალდებულის გადმოცემის შესახებ. რაც შეხება სხვა სახელმწიფოებს, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებს, თუკი ყოფილი პრეზიდენტი იქ დაიდებს ბინას, რა თქმა უნდა, ჩვენ დაგვჭირდება უკვე ამ ქვეყნებთან სამართლებრივ კონსულტაციები, მათ შორი მოლაპარაკებები და შეთანხება გადმოცემის შესახებ,“ განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.